შოთა არველაძე აცხადებს, რომ მას საქართველოს ნაკრებში მუშაობას ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა სურს.

 

როგორც იცით, გულშემატკივართა ნაწილი ეროვნული ნაკრების მომავალი მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთ კანდიდატად არველაძეს მიიჩნევს. თავად შოთამ ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა.

 

“დღეს გმირი ხარ, ხვალ – ანტიგმირი. როგორც ყოველთვის, სამი მილიონი ქართველიდან ყველა მწვრთნელია. ამბობენ, რომ მწვრთნელმა არასწორი შემადგენლობა შეარჩია, არასწორი ცვლილებები გააკეთა და ა.შ. არ მინდა, რომ ჩემმა ოჯახმა ინერვიულოს. საქართველოში უფრო ადვილია, რომ პრემიერ-მინისტრი გახდე, ვიდე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი. მე მირჩევნია, პრემიერ-მინისტრი ვიყო”, – უთხრა არველაძემ matchtv-ს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ