საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გაავრცელა.

ჯანო საქართველოს ნაკრების ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხს გამოეხმაურა.

“გუშინდელი თამაშის შემდეგ წარმოდგენაც კი არ მინდა, რას გრძნობენ ახლა ბიჭები. ყველაზე მეტად გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე თამაში ხომ მათ სურდათ და მათი ოცნება იყო, ისევე როგორც ჩემი. ეს შანსი ჩვენ ყველამ ერთად ვერ გამოვიყენეთ და ამის უამრავი მიზეზი იყო. კვარას და შენგელიას კორონა. ჩაკვეს და კიტეს ტრავმა და ამას დამატებული ცარიელი ტრიბუნები. მოკლედ, ყველაფერმა ჩვენ საწინააღმდეგოდ იმუშავა და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ გუშინ ვერ მოვიგეთ.

ვერ მოვიგეთ, მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება. ყველაფერი წინ გვაქვს და ამ გუნდს ბევრის მიღწევა შეუძლია და ასეც იქნება. დღეს ყველაზე მეტად მხარდაჭერა და თანადგომა იმ ბიჭებს სჭირდებათ, რომლებიც გუშინ ეროვნულზე იბრძოდნენ. მათ და ყველა იმ ფეხბურთელს, ვისაც მთელი ამ შესარჩევი ციკლის მანძილზე ერთხელ მაინც მოურგია ნაკრების მაისური.

ყველაფერი წინ გვაქვს და ყველა ერთად აუცილებლად ვიტყვით ჩვენ სათქმელს და აუცილებლად გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს. წინ სომხეთთან და ესტონეთთან სათამაშო გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებთ, რომ მოიგოთ. წარმატებები, ბიჭებო”, – აცხადებს ანანიძე.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ