დიახ, წავაგეთ…

დიახ, გული დაგვწყდა…

დიახ, ოცნებები დაგვემსხვრა…

მაგრამ ორი წუთით იმ ბიჭების ადგილას წარმოიდგინეთ თავი, ისინი მოედანზე უმძიმესი ზეწოლის ქვეშ იყვნენ. მათ დაეკისრათ ოცდაათ წლიანი ოცნების ახდენა. კვარასა და ჩაკვეს გარეშე … მაყურებლის გარეშე თამაში… სამნახევარი მილიონი ქართველის გულისცემა იმ ოთხმოცდაათი წუთის მანძილზზე მათ ებარათ!

ის თერთმეტი ქართველი, რომელიც მართალია ჩვენს მიწაზე, ჩვენ სტადიონზე გამოვიდა სათამშოდ და მოსაგებად, თუმცა ვერ მოიგეს, ისეთ მეტოქესთან დამარცხდენ რომელიც ანგარიშგასაწევი ნამდვილად იყო. ვაღიაროთ რომ მათი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ შევაფასეთ…

ჩაკვეს არყოფნას შეგუებულებს, კვარას იმედიღა ჰქონდათ… მაგრამ ვერ გეტყვით რა ილოცეს ასეთი მაკედონიელებმა, თუმცა ფაქტი სახეზეა მათი თხოვნა კორონამ უსიტყვოდ შეასრულა და ჩვენებს მანათობელი წერტილი წაართვა… ნაკრები კვარას გარეშე თევზივით იყო, რომელსაც წყალი არ ჰქონდა… მართალია რომ ეს თამაში ორივეს დიდი ოცნება იყო, მაგრამ ვერაფერს შევცვლიდით ისინი მაინც დაგვაკლდენ, ჩვენი ბიჭები კი ამ ამბავმა ძალიან დაძაბა, ხოლო მაკედონიელებს საქმე გაუადვილა.

ვთქვათ ისიც რომ მთლად ჩაკვეს და კვარას არყოფნა არ იყო ამ თამაშიში გადამწყვეტი! ისინი ჩვენი ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავები არიან და ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა საქართველო მაინც საქართველოა! ვაისსაც გავკრავ კბილს და ვიტყვი, რომ მისთვის მატჩის წინ ვინმეს მაინც უნდა ეთქვა იმის შესახებ რომ თამაშის მიმდინარეობისას შეცვლების უფლება ააქვს… მეოთხმოცე წუთზე გაკეთებული ცვლილება, მაშინ როცა ვაგებთ ალოგიკურად ჟღერს! ფეხბურთელს ოცდათხუთმეტი წუთი ახურებ და ბოლოს ერთ წუთსაც კი არ აძლევ სათამაშოდ ეს უკვე აბსურდია! ახლა ბოდიშები აღარაფერს გვიშველის, წაგებული თამაში წაგებულია..

ახლოს ვიყავით, ცოტა დაგვაკლდა… მაგრამ იცით რა? ამის გამო ჩვენებს! ქართველებს! მათ ვინც მოედანზე გამოვიდა და შეეცადა ოცდაათწლიანი ისტორიის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში თავისი მაქსიმუმი დაედო, არ უნდა ვაგინებდეთ!.. მათ ადგილას წარმოიდგინეთ თავი და დაფიქრდით თქვენ რამდენის გაკეთებას შეძლებდით?

წავაგეთ მაგრამ ადამიანობა უნდა შევინარვუნოთ! ბიჭებს თავიანთი სადარდებელიც ეყოფათ…

#მემჯერაჩვენინაკრების!

#ესსაქართველოა!

#მაინცგავალთ!

 

სტატია მომზადებულია მარი ლომაიას მიერ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ