იტალიური მედიის ინფორმაციით იტალიური “რომას” თურქი შემტევი ჩენგიზ უნდერ დღეს “ლესტერში” მედ.შემოწმებას გაივლის და სეზონის ბოლომდე ინგლისურ გუნდში იჯარის წესით ითამაშებს, ლესტერშირელებს კი 24 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა 24 მილიონ ევროად შეეძლებათ.

“ლესტერი” უნდერით დიდი ხანი ინტერესდებოდა, თუმცა “რომას” თავკაცი პაოლო ფონსეკა ეწინააღმდეგებოდა ამ ტრანსფერს, თუმცა როგორც ჩანს ახალგაზრდა სპეციალისტმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.

ჩენგიზ უნდერმა ამ სეზონში ჯალოროსის რიგებში 30 მატჩი გამართა და თავი 6-ჯერ გამოიჩინა.

1 კომენტარი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ