“იუვენტუსს” რონალდუს მოშორება სურს. კრიშტიანუ შესაძლოა, მესის თანაგუნდელიც კი გახდეს

თარიღი: აგვისტო 13, 2020

ტურინის “იუვენტუსს” კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვა უნდა.

“ბებერ სინიორას” შექმნილი ფინანსური კრიზისის პირობებში საკლუბო ბიუჯეტის განტვირთვა სურს. პორტუგალიელი ფეხბურთელის უზარმაზარი ჯამაგირი მძიმე ტვირთად აწევს ტურინული კლუბის ხაზინას. რონალდუ “ბიანკონერიში” წლიურად 23 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

“იუვენტუსი” პორტუგალიელი გოლეადორის გაყიდვას ცდილობს და მას ნებისმიერ კლუბს სთავაზობს, მათ შორის “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენს”.

კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსში” მადრიდის “რეალიდან” 2018 წლის ზაფხულში 117 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ახლა ფეხბურთელის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა. პორტუგალიელ თავდამსხმელსა და “ბებერ სინიორას” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ძალა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.

კრიშტიანუ რონალდუმ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 37 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ