რომის ლაციომ სერია A_ს ეგიდით მორიგი მატჩი გამართა, სადაც სტუმარ-მასპინძლობა დაივიწყეს და სამპდორია 5:1 გაანადგურეს!
ლაციოს მორიგ გამორჩეულ მატჩში კვლავ ჩირო იმობილემ ულიდერა
იტალიელმა ჰეთრიკი მიითვალა და სერია A_ში ბომბარდირთა შორის დავაში პირველი ადგილი განიმტკიცა, ამ დროისათვის მას ჩემპიონატში 23 გოლი აქვს გატანილი და მეორე ადგილოსნებს 9 გოლით უსწრებს.