• პარ. აგვ 6th, 2021

,,მილანი” დედაქალაქში განადგურდა

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურის შეხვედრაში ,,მილანმა” სტუმრად, დედაქალაქში 0:3 წააგო და ლიდერ ,,ინტერთან” ჩამორჩენა ვერ შეამცირა.

რომის ,,ოლიმპიურ სტადიონზე” ადგილობრივმა
,,ლაციომ” ,,როსონერის” 3:0 სძლია.

მატჩის გმირი რომაელთა არგენტინელი ფორვარდი ხუაკინ კორეა გახდა. სამხრეთ ამერიკელმა დუბლი შეასრულა.
მეორე თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ კი ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი მიითვალა.

,,მილანი” მარცხის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ზონას დასცილდა.
,,როსონერი” ამჟამად ,,ნაპოლისთან” და ,,იუვენტუსთან” ერთად III-V ადგილებს იყოფს. ბურთების უარესი შეფარდების გამო კი სულაც მე-5 ადგილზეა.
,,ლაციო” კი 61 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

,,ლაციო” 3:0 ,,მილანი”
2′ 51′ კორეა (1-0, 2-0) 87′ იმობილე (3-)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.