• პარ. აგვ 6th, 2021

დიდი ნაბიჯი სკუდეტოსთვის – ,,ინტერმა” კონკურენტებს 13 ქულით გაასწრო

იტალიის სერია A-ში 33-ე ტურის შემდეგ ,,ინტერმა” კონკურენტებს უფრო დიდი სხვაობით გაუსწრო.

ანტონიო კონტეს ბიჭებმა შინ, ,,ჩუზეპე მეაცას” სახელობის სტადიონზე ,,ვერონა” მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე მატეო დარმიანიმ მაროკოელ აშრაფ ჰაკიმის პასით გაიტანა.

,,ინტერის” გამარჯვების ფონზე ქულები დაკარგა ტურინის ,,იუვენტუსმა”.
,,ბებერმა ქალბატონი” სტუმრად,
,,ფიორენტინასთან” დაზავდა.

ფლორენციის
,,არტემიო ფრანკის” სტადიონზე გამართული ორთაბრძოლა ფრედ 1:1 დასრულდა.

სერია A-ს დამთავრებამდე 5 ტურით ადრე ,,ინტერს” 79 ქულა გააჩნია.
მისი კონკურენტები ,,მილანი” და ,,იუვენტუსი” 66-66 ქულით II-III ადგილებს იყოფენ.

,,ინტერი” 1:0 ,,ვერონი”
76′ დარმიანი

,,ფიორენტინა” 1:1 ,,იუვენტუსი”
29′ ვლაოვიჩი (1-0), 46′ მორატა (1-1)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.