• პარ. აგვ 6th, 2021

,,ინტერმა” ქულები დაკარგა – ,,მილანმა” წააგო

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის შეხვედრაში ,,მილანმა” საკუთარ ,,სანსიროს” სტადიონზე ,,სასუოლოსთან” 1:2 წააგო და სკუდეტოსთვის ბრძოლას, კიდევ უფრო დაშორდა.

,,მილანის” მარცხით ჩემპიონობის მთავარმა ფავირიტმა ,,ინტერმა” დიდად ვერ ისარგებლა.

ანტონიო კონტეს ბიჭებმა გასვლაზე, ,,სპეციასთან” ქულები გაიყვეს.

,,სპეციას” და ,,ინტერის” შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩში თავდაპირველად, მასპინძლები ბრაზილიელი დიეგო ფარიასის გოლით მე-15 წუთზე დაწინაურდნენ.

38-ე წუთზე წონასწორობა ხორვატმა ივან პერისიჩმა აღადგინა.

,,ინტერს” სერია A-ს დასრულებამდე 6 ტურით ადრე 76 ქულა გააჩნია და სატურნირო ცხრილის სათავეშია.
კონტეს გუნდი მე-2 საფეხურზე მყოფ ,,მილანს” 10 ქულით, ხოლო მე-3 პოზიციაზე მდგარ ,,იუვენტუსს” 11 ქულით უსწრებს.

,,მილანი” 1:2 ,,სასუოლო”
30′ ჩალჰანოღლუ (1-0), 76′ 83′ რასპადორი (1-1, 1-2)

,,ბოლონია” 1:1 ,,ტორინო”
36′ ბაროუ (1-0), 58′ მანდრაგორა (1-1)

,,კროტონე” 0:1 ,,სამპდორია”
53′ კვალიარელა (0-1)

,,ჯენოა” 2:2 ,,ბენევენტო”
5′ ვიოლა პენ. (0-1), 11′ პანდევი (1-1), 15′ ლაპადულა (1-2), 21′ პანდევი (2-2)

,,იუვენტუსი” 3:1 ,,პარმა’
25′ ბრუგმანი (0-1), 43′ 47′ ალექს სანდრო (1-1, 2-1), 68′ დე ლიხტი (3-1)

,,სპეცია” 1:1 ,,ინტერი”
12′ ფარიასი (1-0), 39′ პერისიჩი (1-1)

,,უდინეზე” 0:1,,კალიარი”
55′ ჟოაო პედრო (0-1)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.