• პარ. აგვ 6th, 2021

,,მილანმა” გაიმარჯვა – ,,იუვენტუსი” დამარცხდა და სკუდეტოსთვის ბრძოლას ფაქტობრივად, დაემშვიდობა

სერია A-ს 31-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ტურინის ,,იუვენტუსმა” ბერგამოს ,,ატალანტასთან” მარცხი განიცადა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფაქტობრივად, გამოეთიშა.

ბერგამოში გამართულ დაპირისპირებაში მასპინძლებმა ,,ბებერი ქალბატონი” მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს.

ერთადერთი გოლის ავტორი 87-ე წუთზე უკრაინელი რუსლან მალინოვსკი გახდა.

,,ატალანტამ” ამ გამარჯვების შემდეგ 64 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე გადავიდა.
ბერგამოელებმა
,,იუვენტუსს” 2 ქულით გაუსწრეს.

,,მილანმა” ,,სანსიროს” სტადიონზე ,,ჯენოას” 2:1 სძლია და 66 ქულა დააგროვა.
,,როსონერი” ლიდერ ,,ინტერს” 8 ქულით ჩამორჩება.

,,მილანი” 2:1 ,,ჯენოა”
13′ რებიჩი (1-0), 37′ დესტრო (1-1), 68′ სკამაკა ა.გ. (2-1)

,,ატალანტა” 1:0 ,,იუვენტუსი”
87′ მალინოვსკი (1-0)

,,ბოლონია” 4:1 ,,სპეცია”
12′ ორსოლინიი (1-0), 18′ ბაროუ (2-0), 34′ ისმაილი (2-1), 56′ 60′ სვანბერგი (3-1, 4-1)

,,ლაციო” 5:3 ,,ბენევენტო”
10′ დეპაოლი ა.გ. (1-0), 20′ იმობილე (2-0), 36′ კორეა (3-0), 45′ საუ (3-1), 48′ მონტიპო ა.გ. (4-1), 62′ ვიოლა პენ. (4-2), 85′ გლიკი (4-3), 90+6′ იმობილე (5-3)
გამოუყენებელი პენალტი: 55′ იმობილე (,,ლაციო”)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.