• ოთხ. აპრ 14th, 2021

,,ინტერმა” საჩემპიონო გზაზე მორიგი გამარჯვება იზეიმა

სერია A-ს გამოტოვებულ მატჩში მილანის ,,ინტერმა” ,,სასუოლო” დაამარცხა და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

ანტონიო კონტეს ბიჭებმა შინ, ,,ჩიზეპე მეაცას” სტადიონზე 2:1 მოიგეს.

,,ინტერიდან” გოლები ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ და არგენტინელმა ლაუტარო მარტინესმა გაიტანეს.

,,ინტერმა” ამ გამარჯვებით 71 ქულა დააგროვა და უშუალო კონკურენტ ,,მილანს” 11 ქულით, ხოლო ,,იუვენტუსს” 12 ქულით გაუსწრო.

,,ბებერმა ქალბატონმა”
,,ნაპოლის” 2:1 სძლია და 59 ქულით მე-3 პოზიციაზე გადავიდა.

,,ინტერი” 2:1 ,,სასუოლო”
40′ ლუკაკუ (1-0), 67′ ლაუტარო მარტინესი (2-0), 85′ ტრაორე (2-1)

,,იუვენტუსი” 2:1 ,,ნაპოლი”
13′ რონალდუ (1-0), 73′ დიბალა (2-0), 90′ ინსინიე პენ. (2-1)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.