სწორება უკვე შემოდგომაზეა.  გულშემატკივრის ყურადღება 8 ოქტომბერს დაგეგმილი მატჩისკენ არის მიმართული, სადაც ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს უნდა დაუხვდეს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საგზურს, 12 ნოემბერს, ჩრდ. მაკედონიასა და კოსოვოს შორის უკეთესს შეეცილება.

კიდევ ერთი და ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ქომაგებს სანერვიულო ნამდვილად აქვთ, ეს მატჩზე გულშემატკივართა დასწრებაა. ცარიელი ტრიბუნების თანხლებით თამაში იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები ბელარუსებთან მხოლოდ ნომინალური მასპინძლის რანგში იქნება. ამ ეტაპზე გადაჭრით რაიმეს მტკიცება უადგილოა, თუმცა უეფას გერმანელი მთავარი ექიმის ტიმ მეიერის თქმით, შემოდგომაზე გასამართი ერთა ლიგის პლეიოფის დაპირისპირებები მაყურებლის გარეშე უნდა ჩატარდეს.

“ევროპის და ჩემპიონთა ლიგის შეჯიბრებების ორგანიზება შედარებით ადვილია, რადგან აგვისტოში ამ ტურნირების გადამწყვეტი მატჩები ერთ ქვეყანაში გაიმართება, მაგრამ როდესაც უეფას წევრი 55 ნაკრები შემოდგომაზე საერთაშორისო მატჩების გამართვას დაიწყებს, სხვა სირთულეები გაჩნდება.

უეფას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ამ ტურნირებზე, მაგრამ ახლანდელი მონაცემებით, დიდი ალბათობით, უმაყურებლოდ ჩატარდება.

იმ ქვეყნებში, სადაც მაყურებლები სტადიონზე დაბრუნდნენ, ეს არის ეროვნული ჩემპიონატები, უეფას შეჯიბრებები, უეფას რეგულაციებზე არის დაფუძნებული” – ამბობს ექიმი მეიერი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ