2020 წელს, უეცრად,  ქარიშხალივით მოვარდნილმა ვირუსმა მთელი მსოფლიო თავდაყირა დააყენა. ბუნებრივია, პანდემია ყველა სფეროს შეეხო და გამონაკლისი არც სპორტი ყოფილა. გაუქმდა ან გადაიდო არაერთი მსხვილი სპორტული ფორუმი.

რა თქმა უნდა, გეგმები აერია უეფასაც. ახლა წესით გაგანია ევროპის ჩემპიონატი უნდა მიმდინარეობდეს და ვინძლო იქ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებსაც ეთამაშა, თუმცა ამის შანსი ჯერ კიდევ არსებობს. 26 მარტს გასამართი ერთა ლიგის პლეიოფის მატჩები თავდაპირველად ივნისისთვის, შემდეგ კი 8 ოქტომბრისთვის გადაიდო.

სამაგიეროდ, კორონავირუსს საფრთხე არ შეუქმნია ერთა ლიგის მეორე გათამაშებისთვის და ის დაგეგმილისამებრ სტარტს სექტემბერში აიღებს. საქართველოს ნაკრები ტურნირს ესტონეთთან გასვლითი დაპირისპირებით დაიწყებს და ნოემბერში ბალტიისპირელებთან თბილისური მატჩით დაასრულებს. შუალედში კი იქნება დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში  ყველაზე მნიშველოვანი დაპირისპირება ბელარუსთან, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში 12 ნოემბერს ფინალური ჯახი კოსოვოსა და ჩრდ. მაკედონიას შორის უკეთესთან.

რაც შეეხება ერთა ლიგის მეორე გათამაშების კალენდარს, ის ასე გამოიყურება:

5 სექტემბერი

ესტონეთი – საქართველო 20:00

8 სექტემბერი

საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია 20:00

11 ოქტომბერი

სომხეთი – საქართველო 20:00

14 ოქტომბერიჩრდილოეთ მაკედონია – საქართველო 22:45

 

 

15 ნოემბერი

საქართველო – სომხეთი 21:00

18 ნოემბერი

საქართველო – ესტონეთი 21:00

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ