• კვი. აპრ 11th, 2021

იანე ანდერსონი: ,,მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შვედეთზე რეიტინგით დაბალი გუნდია მათთან თამაშს უდიდესი პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ”

შვედეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იანე ანდერსონმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე გასამართ მატჩზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

სკანდინავიელების თავკაცი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შვედეთზე რეიტინგით დაბალი გუნდია მათთან თამაშს უდიდესი პატივისცემით უნდა მოეკიდნონ.

ანდერსონი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ნაკრებში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი და მას ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდს უწოდებს.

იანე ანდერსონი:
,,ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შვედეთის ნაკრებში ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაბრუნდა. ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდია.
ზლატანი მნიშვნელოვან მატჩებში ძალიან გაგვაძლიერებს.
სამწუხაროდ, რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის გუნდის კაპიტანი ანდრეას გრანკვისტი
დაგვაკლდა.
ფეხბურთელებთან კონსულტაციის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ გუნდს სებასტიან ლარსონი უკაპიტნებს.

რაც შეეხება ჩვენს მეტოქე საქართველოს ნაკრებს,
ამ გუნდში არაერთი ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებიც შეტევაში თავის გამოჩენა შეუძლიათ.

მართალია, მათ დიდ შედეგს ვერ მიაღწიეს და ერთა ლიგის მეშვეობით ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხეს, თუმცა ქართველებთან თამაშს პატივისცემით უნდა მივუდგეთ.

საქართველოს ნაკრები
ჩვენზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდია და მატჩიც ფავოროტიც ჩვენი ნაკრები იქნება.
როგორ მოვემზადეთ ხვალინდელი მატჩისთვის?
მოდით ეს ვნახოთ, ხვალ.
ერთ კი ვიტყვი, რომ როგორც ყოველთვის, მეტოქის თამაშები ვნახეთ და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

შვედეთისა და საქართველოს ნაკრების მატჩი 25 მარტს, შედგება.
შეხვედრა სტარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე აიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.