• პარ. აგვ 6th, 2021

1/8 ფინალური მატჩი ქუთაისში

3 ივლისს გაიმართა ქალთა შორის თასის 1/8 ფინალური დაპირისპირება სადაც ერთმანეთს ქუთაისის”მართვე” და თბილისის “ნორჩი დინამო” დაუპირისპირდა.

შეხვედრის პირველ წუთზე “მართვეს” ფეხბურთელებმა ანა ჯანელიძემ სახიფათოთ შეუტია “დინამოელთა” კარს მაგრამ საქმე გოლამდე არ მისულა.

შეხვედრის მე_12 წუთზე “მართვეს” რიგებში განხორციელდა პირველი შეცვლა მოედანზე შემოვიდა გვანცა ძოწენიძე, ეკატერინე ჩირგაძის ნაცვლად.

მატჩის 21_ე წუთზე მოედნის ცენტრიდან ულამაზესი საჯარიმო დარტყმით “მართვეს” ფეხბურთელმა ლანა გორგაძემ გახსნა ანგარიში (1:0).

მატჩის 29_ე წუთზე “ნორჩი დინამოს”რიგებში განხორციელდა პირველი შეცვლა.მოედანზე შემოვიდა მოდრეკელიძე მარიამი,შოშიტაშვილი კესოს ნაცვლად.

პირველი ტაიმის მიწურულს 45+1 მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში ნორჩი “დინამოს” ფეხბურთელებმა სახიფათოთ შეუტიეს და წონასწორობა აღადგინეს ანგარიში კი (1:1) გახდა მარიამ მოდრეკელიძის გოლის შემდეგ.

საბოლოოდ პირველი ნახევარი “მართვე” “ნორჩი დინამო” დასრულდა ანგარიშით (1:1).

მეორე ნახევრის 58_ე წუთზე “ნორჩი დინამოს”რიგებში განხორციელდა ორმაგი შეცვლა მოედანზე შემოვიდნენ სალომე ანთაძე და მარიამ ბასილაძე, თათია ჯიშკარიანის და ჟუჟუნა ხმელიძის ნაცვლად.

შეხვედრის 61_ე წუთზე “მართვეს” კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა რაც ზუსტად მარიამ მოდრეკელიძემ შეასრულა და ანგარიში (1:2) გახადა “ნორჩი დინამოს” სასარგებლოდ.

შეხვედრის 66_ე წუთზე “მართვეს” რიგებში განხორციელდა მორიგი შეცვლა მოედანზე შემოვიდა ლიზი ცაავა,ნატა სამხარაძის ნაცვლად.

შეხვედრის 75_ე წუთზე შორეული გასროლით “ნორჩი დინამოს” ფეხბურთელებმა წონასწორობა ორ ბურთამდე გაზარდეს (1:3).

მატჩის 77 _ე წუთზე ორივე გუნდის რიგებში განხორციელდა ცვლილებები.
“მართვეს” შემადგენლობაში განხორციელდა იძულებითი ცვლილება მოედანზე შემოვიდა ლიზი დვალი, გვანცა ძოწენიძის ნაცვლად.
ხოლო “ნორჩი დინამოს” რიგებში შემოვიდნენ ანი კვიტარიძე და თამუნა ლონდარიძე ანი მინაძის და ეკატერინე ხარაიშვილის ნაცვლად.

საბოლოოდ მატჩი ქუთაისის “მართვე” თბილისის”ნორჩი დინამო” დასრულდა ანგარიშით (1:3).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.