ზუსტად 14 წელია კახურ გუნდს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში არ მოეგო. ბოლოს ეს, 2006 წელს, თელავის „კახეთმა“ გააკეთა. მას შემდეგ, კახეთს უმაღლეს ლიგაში წარმომადგენელი აღარ ჰყოლია.

14 წლის შემდეგ კი, კახელებმა კვლავ გაიხარეს. საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“, რომელიც ეროვნული ლიგის დებიუტანტია, მეოთხე ტურის დაპირისპირებაში „სამტრედიას“ შინაურ კედლებში 3:1 მოუგო და 3 ქულაც დამსახურებულად ჩაიწერა.

მასპინძელთაგან გოლები ილია ბერიაშვილმა, ირაკლი რუხაძემ  და თორნიკე ძოწენიძემ გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან თავი ლეგიონერმა ყურბანოვმა გამოიჩინა.

ნიშანდობლივია, რომ 4 ტურის შემდეგ „თელავი“ კვლავაც წაუგებელია და მიჯრით ნათამაშები 3 ფრის შემდეგ, გემო გამარჯვებასაც გაუსინჯა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ კახელები 6 ქულით მეოთხე ადგილზე არიან.

მომდევნო ტურში „თელავი“ გასვლაზე „საბურთალოსთან“ ითამაშებს, სამტრედია კი ზედიზედ ორი გასვლითი მატჩის შემდეგ,  ურთიერთობას „სამტრედიასთან“ შინ გაარკვევს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ