• შაბ. აპრ 17th, 2021

დილამ ჩიხურა დააბნელა

პანდემიის შემდგომ განახლებულ ეროვნულ ჩემპიონატს თბილისის „დინამო“ და გორის „დილა“ ლიდერობენ. 4 ტურის შემდეგ, ორივეს თანაბარი 8-8 ქულა აქვთ.

გორელები თბილისელებს მას შემდეგ გაუთანაბრდნენ, რაც გასვლით შემხვედრაში საჩხერის „ჩიხურა“ 2:0 დაამარცხეს. რახანია, „ჩიხურა“ საშინაო მატჩებს მშობლიურ ქალაქში ვეღარ ატარებს, რადგან სტადიონის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. მანამდე კი „ჩიხურა“ მეტოქეებს მიხეილ მესხზე მასპინძლობს.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ „დილამ“ მეტოქე პირწმინდად დაჩაგრა და გაცილებით დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლოთ. საბოლოოდ კი, გიორგი ნემსაძის გუნდმა „ჩიხურას“ ორი გოლი აკმარა, დუბლი კი მიკოლა კოვტალიუკმა გაიფორმა. გორელთა უკრაინელმა ლეგიონერმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა.

„დილას“ მსგავსად, „ჩიხურა“ სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება. საჩხერლებს 4 ტურის შემდეგ ოდენ 1 ქულა აქვთ.

მომდევნო ტურში, „დილა“ მერანს უმასპინძლებს, ხოლო „ჩიხურა“ გასვლაზე „სამტრედიასთან“ ითამაშებს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.