• ოთხ. მაი 12th, 2021

დმიტრი მანდრიჩენკოს ჰეთთრიკით ,,საბურთალომ” ,,სამტრედიას” სძლია

,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” მე-8 ტურის სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთს ,,სამტრედია” და ,,საბურთალო” დაუპირისპირდნენ.

სამტრედიაში, ,,ეროსი მანჯგალაძის” სტადიონზე გამართული უხვგოლიანი, დრამატული შეხვედრა დედაქალაქელებმა 3:2 მოიგეს.

მატჩის გმირი ,,საბურთალოს” მოლდოველი ფეხბურთელი დმიტრი მანდრიჩენკო გახდა. მან ჰეთთრიკი შეასრულა.

ამ გამარჯვების შემდეგ ,,საბურთალომ” 14 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.
,,სამტრედია” კი 4 ქულით ბოლო მეათე ადგილზე გახლავთ.

,,სამტედია” 2:3 ,,საბურთალო”
(თბილისი)
9′ მადრიჩენკო (0-1), 18′ რუხაძე (1-1), 38′ მადრიჩენკო (1-2), 49′ ნათან ჟუნიორი (2-2), 52′ მადრიჩენკო (2-3)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.