• სამ. მაი 11th, 2021

ბათუმის ,,დინამოს” წაუგებელი სერია გრძელდება

საქართველოს ჩემპიონატ ,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში” მე-8 ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ბათუმში, ერთმანეთს ადგილობრივი ,,დინამო” და წყალტუბოს
,,სამგურალი” დაიპირისპირდნენ.

აჭარლებმა მეტოქეს გართულების გარეშე 2:0 მოუგეს.
,,დინამოდან’ იმერლების კარში გოლები გიორგი ფანცულაიამ და გიორგი ნიქაბაძემ გაიტანეს.

,,დინამო” (ბათუმი) 2:0 ,,სამგურალი”
(წყალტუბო)
5′ ფანცულაია (1-0), 53′ ნიქაბაძე (2-0)
გაძევება: 88′ ტეიდი (,,დინამო”)

ბათუმის ,,დინამოს” 18 ქულა აქვს და თბილისის ,,დინამოს” 1 ქულით ჩამორჩება.
,,სამგურალი” კი 6 ქულით მე-8 პოზიციაზე გახლავთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.