ევროპის ლიგა – ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ნიკა ნინუას “პაოკი” საშინაო არენაზე კვიპროსულ “ომონიას” დაუზავდა (1-1). ქართველი ნახევარმცველი რომელიც ბერძნულ კლუბში გაუსლ ზაფხულს გადავიდა განაცხადში იყო, თუმცა მინდორზე კვლავ არ გამოჩენილა. ფაქტია, რომ ჯერ-ჯერობით ნიკას თავის გამოჩენის შანსს არ აძლევენ, მან “პაოკის” მაისურით მხოლოდ 3 შეხვედრაში ითამაშა. სამაგიეროდ სრულად გაისარჯა მოსკოვის “ცსკა”-ს წინააღმდეგ ლუკა ლოჩოშვილი, რომლის “ვლოფსბერგერი” არმიულ კლუბთან ფრეს გამორჩა (1-1). ლოჩოშვილის თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე მინდორზე კვლავ არ გამოჩენილა. აღსანიშნავია, რომ “ცსკა”-ს რიგებში სრულად ითამაშა ახალგაზრდა ნიჭიერმა ნახევარმცველმა კონსტანტინე მარადიშვილმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. ნიკა კაჭარავას “ლეხი” დაძაბულ მატჩში 2-4 დამარცხდა ლისაბონის “ბენფიკასთან”. კაჭარავა მინდორზე 74-ე წუთზე გამოჩნდა. ტრავმის გამო კვლავ ვერ ეხმარება “გენტს” გიორგი ჩაკვეტაძე, მის გარეშე მოასპარეზე “გენტმა” კი “ლიბერეცთან” გასვლაზე მარცხი იწვნია (1-0).

ფინეთი – ზურაბ ცისკარიძის “როვანიემი” მინიმალური სხვაობით დამარცხდა “ჰიფკთან” (1-0). ქართველი უკანახაზელი ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო, მისი გუნდი კი უკანასკნელ პოზიციაზეა.

ესპანეთი – ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა ლა ლიგა 2-ში გიორგი პაპუნაშვილის “სარაგოსამ”. პაპუნაშვილის გუნდი, რომელიც სათადარიგო იყო, ამჯერად “ლეგანესთან” 1-0 დამარცხდა. “სარაგოსა” 7 ქულით მე-14 ადგილზეა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ