ბელგია – ბელგიის რანგით მეორე ლიგაში გიორგი მიქაუტაძეს ვერაფერს უხერხებენ. ახალგაზრდა ქართველი (საფრანგეთის მოქალაქეა) ფორვარდის “სერაინგმა” გასვლაზე 4-3 დაამარცხა “რიუდამი”. მიქაუტაძემ ტრადიციულად სრულად ითამაშა და დუბლიც გაიფორმა. მისი გუნდი გათამაშებას 15 ქულით ლიდერობს, გიორგი კი ბომბარდირთა დავაში 14 გატანილი გოლით ერთპიროვნული ლიდერია.

რუსეთი – დიდხნიანი პაუზის შემდეგ “არსენალის” ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა საქარტველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა. გრიგალავას დაბრუნება ტულელთათვის მომგებიანი აღმოჩნდა – “არსენალმა” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა “ურალი” (1-0) და გასავარდნზ ონას თავი დააღწია.

ესპანეთი – ლა ლიგა 2-ში გიორგი პაპუნაშვილის “სარაგოსა” შინ “მალაგასთან” 2-1 დამარცხდა. ქარტველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო და თამაშში 65-ე წუტზე ჩაერთო, მისი გუნდი კი 7 ქულით ცხრილის შუაში იმყოფება.

უნგრეთი – ბუდუ ზივზივაძის “მოლ ფეჰერვარი” მხოლოდ ქულას დასჯერდა |ჰონვედთან” (2-2). ბუდუმ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მეორე ტაიმის სტარტზე შეცვალეს. “მოლ ფეჰერი” 12 ქულით მეორე ადგილზეა.

შვედეთი – მიმდინარე სეზონი აშკარად ჩაუვარდა გიორგი ხარაიშვილის “გიოტებორგს”. ხარაიშვილი და კამპანია ამჯერად “აიკ”-თან 1-0 დამარცხდა. ახალგაზრდა ქართველმა სრულად ითამაშა და იმედი გვაქვს მომავალ სეზონს უკეთეს გუნდში შეხვდება, რადგან გიორგის ამის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია.

უკრაინა – უკრაინის პრემიერლიგაში მარცხი განიცადა თემურ ჩოგაძის “ოლიმპიკმა”. ქართველი შემტევის გუნდი “ვორსკლასტან” 0-1 დამარცხდა, ჩოგაძემ მინდორზე მხოლოდ 5 წუთი გაატარა.

პოლონეთი – პოლონეთის ჩემპიონატში ვაკო გვილიას “ლეგიამ” 2-1 სძლია “ზაგლებიეს” და ცხრილში მცირე პროგრესი განიცადა. ვაკომ მინდორზე 83 წუთი დაჰყო

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ