ბათუმის „დინამოს“ სოსო ფრუიძისთვის მთავარი მწვრთნელობა არ შეუთავაზებია – ამის შესახებ გამოცდილმა სპეციალისტმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

 

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალში ლიგა 2-ის წარმომადგენელ „გაგრასთან“ დამარცხების შემდეგ ბათუმური კლუბი მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ დატოვა – გავრცელებული ხმების მიხედვით მას ფრუიძე ჩაანაცვლებდა.

 

„ბათუმის „დინამოდან“ არავინ დამკავშირებია და აქედან გამომდინარე, გუნდში მუშაობაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ქუთაისში ვარ, ვისვენებ და ახალ სეზონს და მიწვევებს ველოდები,“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან სოსო ფრუიძე.

 

იგი 12 წელი ავარჯშებდა საჩხერის „ჩიხურას“, რომელიც იანვარში დატოვა, პანდემიის პერიოდში კი თბილისის „ლოკომოტივი“ ჩაიბარა, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ