• ორშ. აპრ 12th, 2021

ლეგიონერების დღე: ქართული გოლი სომხეთში

სომხეთი – სომხეთის თასის 1/8-ში ერევნის “არარატი” “შევანს” დაუპირისპირდა და აუღელვებლად 3-0 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრაში მეორე გოლი ქართველმა დავით ხურციძემ გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ წარმოშობით ქართველი რომელიც რუსეთის მოქალაქეა “არარატის” ერთ-ერთი ლიდერია, ხრუციძეს წლების განმავლობაში საქართველოშიც უთამაშია.

ხურციძის გოლი

https://www.facebook.com/fcararatyerevanofficial/videos/1013204675785248/

თურქეთი – თურქეთის სუპერლიგის სასტარტო მატჩში ლევან შენგელიას ქონიასპორიტ გასვლაზე “გენჩლერბირლინგს” დაუზავდა (0-0). ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის მიწურულს შეცვალეს.

პოლონეთი – პოლონეთს ექსტრაკლასა მთლად წარმატებულად ვერ დაიწყო გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა “ლეგიამ”. ვარშაველები შინაურ კედლებში “გურნიკთან” 3-1 დამარცხდნენ და მე-6 ადგილამდე დაქვეითდნენ. “ლეგიას” რიგებში ვაკო გვილია სათადარიგო იყო და მინდორზე 62-ე წუთზე გამოჩნდა.

ბელგია – როგორც იცით “გენტს” კვლავ ახალი თავკაცი ჰყავს. დე ბეკერმა “გენტის” მთავარი მწვრთნელის რანგში პირველივე მატჩში გაიმარჯვა. გიორგი ჩაკვეტაძის გუნდმა, რომელიც ტრავმის გამო განაცხადში არ იყო “მუსკრონი” გასვლაზე 1-0 დაამარცხა. “გენტი” 6 ქულით მისთვის უჩვეულო მე-12 ადგილზეა.

ბელგიის რანგით მეორე ლიგაში კვლავ გაიტანა გიორგი მიქაუტაძემ. ქართველი თავდამსხმელის “სერაინი” პრინციპულ და ძალზედ დაძაბულ მატჩში “სტ.ჯილოისთან” 3-2 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა 59-ე წუთზე 2-2 გახადა ანგარიში, შეხვედრის ბოლოს კი ყვითელი ბარათიც მიიღო. მიქაუტაძის გუნდი 6 ქულით მე-3 ადგილზეა, თვითონ 19 წლის ფეხბურთელი კი, რომელიც ბელგიაში ფრანგული “მეციდანაა” განათვოხრებული ბომბარდირთა დავას 6 გოლით ლიდერობს.

ავსტრია – ავსტრიის ჩემპიონატის მეორე ტურში ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” ვენის “რაპიდს” შეხვდა და 1-1 ეთამაშა. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე მიკრო ტრავმის გამო შეცვალეს, თუმცა საშიში არაფერია, ამანმდე ოთომ ყვითელი ბარათი მიიღ, პირველ ტაიმში კი ის სახიფათო თავურით დაემუქრა “რაპიდის” კარგს, თმცა მეკარე ფხიზლად იყო და არც თუ ისე ადვილი ბურთის აღება შეძლო.

საფრანგეთი – საფრანგეთის მეორე ლიგის მეოთხე ტურში ამირან სანაიას “როდეზი” სოშოში ადგილობრივ გუნდს დაუზავდა (2-2). ქართველი მცველი განაცხადში არ იყო, მისი გუნდი კი 5 ქულით მე-11 ადგილზეა.

შვეიცარია – მარცხით დაიწყო შვეიცარიის ჩემპიონატი ოთარ კაკაბაძის “ლუცერნმა”. ქართველი მცველის გუნდი სტუმრად 2-1 დამარცხდა “ლუგანოსთან”. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცვლეი სათადარიგო იყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო.

გერმანია – გერმანიის რანგით მესამე ლიგაში ლუკას ჰუფნაგელის “უნტერჰახინგი” 2-1 დამარცხდა “ცვიკაუსთან”. ერთ დროს საქართველოს ნაკრების წევრმა სრულად ითამაშა. ეს ჰუფნაგელის გუნდის პირველი შეხვედრა იყო ახალ სეზონში.

აზერბაიჯანი – 3 მატჩში 2 ქულა – ასეათია მერაბ გიგაურის “გაბალას” მონაგარი, რითაც ისინი ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან. ქართველი ნახევარმცველის გუნდი ამჯერად საშინაო არენაზე “კეშლას” დაუზავდა ანგარიშით 0-0. გიგაური ჩვეულემისამებრ ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთს გაისარჯა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.