დღეს ქართული გუნდებისთვის ევროსარბიელზე კარგი დღე იყო. ორივე თბილისური კლუბი “დინამო” და “ლოკომოტივი” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, თუმცა ჩვენ აქ დინამოელების მატჩზე ვისაბრებთ.

თბილისის “დინამო” უელსში ადგილობრივ “კონაქტს” დაუპირისპირდა და 97-ე წუთზე გატანილი პენალტით, რომელიც გიორგი გაბედავამ ზუსტად შეასრულა შემდეგ ეტაპზე გავიდა. რა თქმა უნდა მთავარი ტაბლოა, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს “დინამოს” უსახური თამაშიც.

შეხვედრის პირველი რამდენიმე წუთი მეტოქე აქტიურობდა და ცდილობდა სახიფათო მომენტების შექმნას, თუმცა ნელ-ნელა ჩვენმა ფეხბურთელებმა ბურთზე კონტროლი დააწესეს და მეტ-ნაკლებად ცდილობდნენ ხიფათის შექმნას. ძირითადად ბურთი ცენტრში იყო და სახიფათ მომენტებიც მთელი მატჩის განმავლობაში თითზე ჩამოსათვლელი იყო. პირველ ნახევარში სულ ორი სახიფათო მომენტი შეიქმნა, ერთში საჯარიმოდან გამოვარდნილ ბურთს გიორგი ქიმაძის დარტყმა მოყვა რომელიც ხარიხას მოხვდა, მეორე შემთხვევაში კი ნამდვილად გადავრჩით. მარჯვენა ფლანგიდან ჩვენს საჯარიმოში უელსელთა კაპიტანი ფარგუჰარსონი შემოძვრა რომლის ჩაწოდებულს ახლო მანძილიდან ინსალის დარტყმა მოყვა, თუმცა ჩვენი გუნდის კიპერმა როინ კვასხვაძემ პოზიცია ზუსტად შეარჩია და აშკარად გოლისგან გვიხსნა. კიდევ რაც შეიძლება პირველი ტაიმიდან გამოვყოთ არის ნოდარ ქავთარაძისა და მეკარე ბრასის შეჯახება, რისი მიზეზითაც შეხვედრა არაერთხელ შეჩერდა და ზოგადად უელსელები აშკარად ცდილობდნენ დროის გაყვანას.

მეორე ტაიმში იყო მოლოდინი რომ “დინამო” სრულ მონოპოლიას ჩაიგდება ხელში და “კონაქტის” კართანაც ბევრ სახიფათ მომენტს ვნახავდით. გამოსარჩევი იყო ქავთარაძის აქტიური თამაში ფლანგზე, ის უპრობლემოდ ცდებოდა ერთ მოწინააღმდეგ თუმცა შემდეგ არჩევანი არც ისე ბევრი ჰქონდა და შეტევაც იშლებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ უელსელები უფრო სახიფათოდ გვიტევდნენ, რა თქმა უნდა როცა ახერხებდნენ ჩვენს ნახევარზე გადმოსვლას. ამის ფონზე მეკარე კვასხვაძეს არაერთხელ მოუხდა თამაშში ჩართვა და 1-2 მომენტში კვლავ იხსნა “დინამოს” კარი. 59-ე წუთზე “დინამოს” მწვრთნელმა თამაშში ბრაზილიელი პერნამბუკო ჩართო, რომლის აქტიურობასაც მოჰყვა საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევა. ეს ყველაფერი 97-ე {!} წუთზე მოხდა. ბრაზილიელი საჯარიმოში შევიდა და ცრუმოძრაობით მცველს გასცდა, რომელმაც ფეხი გამოსდო და პენალტიც დაინიშნა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თერთმეტმეტრიანი დარტყმა გიორგი გაბედავამ ზუსტად შეასრულა და “დინამო თბილისიც” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, მისი მეტოქე ფარერი კუნძულების წარმომადგენელი “კლაკსვიკი” იქნება და “დინამოს” ძალიან დიდი შანსი აქვს ფლეი-ოფში გავიდეს, საიდანაც ჯგუფურ ეტაპამდე ერთ გამარჯვებაღა რჩება. თუმცა თუ ჩისკო მუნიოსის გუნდმა თამაშის ხარისხი არ გამოასწორა, ამაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება. მაგრამ ჩისკო ლამაზი ფეხბურთის მიმდევარია და გჯვერა ის მალე თავის ხელს დაატყობს გუნდს, ბოლოსდაბოლოს ის სულ ახლახანს დაინიშნა “დინამოს” მთავარ მწვრთნელად.

ევროპის ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი.
კონაქტი – თბ.დინამო  
(0-1)
გოლი: გაბედავა (97,პენ)

კონაქტი: ბრასი, დევისი, ფარქუჰარსონი(C), რობერტსი, დისნეი, ედვარდსი, დული, ოუენი, პული, ინსალი(უილიამსი, 87), ოუენსი

დინამო: კვასხვაძე, იაშვილი, ბენიო, კობოური, ქიმაძე, ქარდავა, პაპავა(C), ზარია (კაპანაძე, 80), ქავთარაძე, ორშულა(პერნამბუკო,59)

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ