მთავარი ფეხბურთი შაქარაშვილის საქმე – ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დატოვეს

შაქარაშვილის საქმე – ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დატოვეს

79
0

გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა ხუთივე პირმა პროტესტის ნიშნად, სასამართლო პროცესი დატოვა.

მიზეზი მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც დაცვის მხარის მტკიცებულებები დაუშვებლად ცნო.

გარდა ამისა, დაცვის მხარემ დღეს მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკამყოფილა.

შეგახსენებთმ, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული, თუმცა 11 დაკავებულის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო.

მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ, რაც 4-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

11 აგვისტოს კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 პირს –  ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ზ.ხ-ს, ა.ქ-ს. და ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმა.

ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ