ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი 19 წლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს ეძე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გობ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ბო­ლოს სა­გუ­რა­მოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ნიშ­ნეს და მას შემ­დეგ მისი კვა­ლი გაქ­რა.

“გიოს კვა­ლი ქრე­ბა მცხე­თა – სა­გუ­რა­მოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ორი დღეა მიმ­დი­ნა­რე­ობს ძებ­ნა. თუ ვინ­მეს რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია გა­აჩ­ნია, გთხოვთ და­მე­კონ­ტაქ­ტეთ ვერ ვპო­უ­ლობთ” – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ახ­ლო­ბე­ლი ანი შა­ქა­რაშ­ვი­ლი.

რო­გორც AMBEBI.GE-სთან და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდას ახ­ლობ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, ის სა­გუ­რა­მო­ში და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო და მას შემ­დეგ აღა­რა­ვის უნა­ხავს. რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს არა­ნა­ი­რი პი­რა­დი და ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია. მათ პო­ლი­ცი­ას უკვე მი­მარ­თეს.

რო­გორც შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებს აქ­ტი­უ­რად აწარ­მო­ე­ბენ.

“19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ათ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა მისი და­კარ­გვის შე­სა­ხებ მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი რო­მე­ლიც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. ნა­რეკ­ვა­ვის და­სახ­ლე­ბა­ში სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა მათ შო­რის მდი­ნა­რე არაგ­ვსა და მტკვარ­ზე. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მაშ­ვე­ლე­ბი და მყვინ­თა­ვე­ბი. სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლია 60 მაშ­ვე­ლი და 6 მყვინ­თა­ვი” – გა­ნა­ცხა­დეს უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლია. იგი “სა­ბურ­თა­ლოს გუნდში” თა­მა­შობს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ