აპრილი 18, 2024

22  წლის პაატა ღუდუშაურს ბრალდება მოეხსნა.

პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ წარმოებაზე უარი თქვა და ღუდუშაური გამართლდა.

ფეხბურთელის ადვოკატმა აღნიშნული გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციას გადაუგზავნა და უხლოეს დღეებში ფედერაცია ღუდუშაურის ფეხბურთში დაბრუნებაზე იმსჯელებს.

“9 თვეა ვარჯიში არ შემიწყვეტია. მადლობა მინდა გადავუხადო სპორტულ ცენტრ “ფეოლას”, დევდარიანსა და ფოცხვერიას, რომლებმაც დაიჯერეს ჩემი სიმართლე და მათთან ვარჯიშის საშუალება მომცეს. უდიდესი სურვილი მაქვს ჩემ საყვარელ საქმიანობას მალე დავუბრუნდე”, – განაცხადა პაატამ.

შეგახსენებთ, რომ 2019 მაისში ღუდუშაური და “ვიტ ჯორჯიას” კიდევ 4 ფეხბურთელი მატჩების ჩაწყობისთვის დააკავეს.

1 thought on “პაატა ღუდუშაური სასამართლო დასრულდა

  1. წარმატებები ამ მაგარ ბიჭს. სამუდამო დისკვალიფიკაციას რომ უსამართლოდ გისჯიან და შწნ მაინც ვარჯიშობ, ეს იმას ნიშნავს რომ ძალიან ძლიერი და მაგარი ხარ

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ასეა ეს კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *