📣 დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მეხუთე ამხანაგურ შეხვედრას დღეს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ბოსნიის პრემიერლიგის წარმომადგენელი – მლადოსტი დობოი გახლავთ. მატჩი ლარაში თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება #შეკრებათურქეთში2020 #FCDT #LIVE 📡 მატჩის ტრანსლირება ამავე საიტზე იგეგმება.

🇧🇦 წითელი ლეგიონი 1959 წელს დაარსდა და საშინაო მატჩებს 3 000- იან MGM Farm Arena- ზე თამაშობს, საკლუბო ფერები კი წითელი და თეთრია. მლადოსტი თავდაპირველად საფეხბურთო კლუბ დობოის სახელით ასპარეზობდა და მალევე დღევანდელი სახელწოდება მიიღო. საუკეთესო მიღწევად კლუბის ისტორიაში 2016/17 სეზონზე ბოსნიის თასის ნახევარფინალისტობა ითვლება. მიმდინარე ჩემპიონატში მლადოსტი 19 ჩატარებული ტურის შემდეგ დაგროვილი 17 ქულით სატურნირო ცხრილის მეცხრე ადგილს იკავებს.

📌 ბოსნიელები თურქულ შეკრებაზე 28 იანვრიდან იმყოფებიან. ჩვენმა ოპონენტმა 1 თებერვალს სპარტაკ სუბოტიცასთან (სერბეთი) ფრედ 2-2 ითამაშა, 3 თებერვალს კი თურქმენულ ალტინ ასისს 1-0 მოუგო. 5 თებერვალს ბოსნიელებმა მაკედონიური პანდევის აკადემია 1-0 დაამარცხეს, 6 თებერვალს მოსკოვის ტორპედოსთან მატჩი 1-5 დათმეს, ხოლო 8 თებერვალს 0-5 ავსტიულ რიდთან წააგეს. მლადოსტის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი ფარო შოლბიჩი მუშაობს.

 

სტატია   მომზადებულია  FC dinamo Tbilisi -მიერ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ