გორის “დილა” ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს. გორულმა კლუბმა გულშემატკივარს კიდევ ერთი ახალწვეული, 19 წლის ნახევარმცველი ფრანცისკო მადინგა წარუდგინა.
როგორც კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წარმოშობით აფრიკელი ფეხბურთელი საკუთარ ქვეყანაში ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად ითვლება.
მადინგამ, რომელიც მალავის 20-წლამდე ნაკრების წევრია, “დილასთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.