საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა, რომელმაც მინსკის ტურნირი ისრაელთან ზავით დაიწყო, ამჯერად ისლანდიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი საბა ხვადაგიანმა (დინამო) გაიტანა მე -19 წუთზე.
მორიგ მატჩს საქართველოს ნაკრები 23 იანვარს ტაჯიკეთის წინაამღდეგ გამართავს.