საფეხბურთო კლუბი თელავი დაარსდა 2016 წელს. თავდაპირველად გუნდმა ასპარეზობა რეგიონული ლიგიდან დაიწყო დაიწყო და მალევე აღზევდა ლიგა 3 -ში, აქაც წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ლიგა 2-ში გადაინაცვლა, რომელსაც უმაღლესი ლიგა მოჰყვა და დღეს ჩვენ,  საკმაოდ საინტერესო, დაბალნსებული საფეხბურთო კლუბი გვყავს თელავის სახით.

თელავის ამჟამინდელი მწრთვნელია რევაზ გოცირიძე ,რომელიც გუნდში 2019 წლის ივნისში მოვიდა. ცნობისთვის, მას თელავის დაარსების წლებშიც უმუშავია გუნდში,მალხაზ ჟვანიას თანაშემწედ. 2019 წელს, მან თელავის მწრთვნელის მთავარ პოსტზე უკრაინელი სპეციალისტი დენის ხომუტოვი შეცვალა. გოცირიძის ხელმძღვანელობით გუნდმა ეროვნულ ლიგაში გადასასვლელი პლეიოპის მატჩში, ორ-რაუნდიანი დაპირისპირების შედეგად, საფეხბურთო კლუბი რუსთავი დაამარცხა და ეროვნული ლიგის საგზური გაიფორმა.

გუნდის კაპიტანია ანტონ თოლოდრავა, პოზიციით მცველი. გუნდის ერთ -ერთი ლიდერია შემტევი ნახევარმცველი ირაკლი რუხაძე, ეს უკანასკნელნი, ეროვნული ლიგა 2-ის წრის სიმბოლურში დასახელდნენ, გუნდში თამაშობს გამოცდილი ექს დინამოელი,ამჟამად, ყველაზე ასაკოვანი  ალექსანდრე კოშკაძე. თელავი ლეგიონერების ნაკლებობასაც არ უჩივის, სამი ლეგიონერით,სამივე უკრაინიდან, ნახევარმცველი დმიტრო პუდი, თავდასხმელი იაროსლავ კვასოვი და მეკარე ბოგდან ბეზგკროვი.

გუნდი გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე თამაშობს,თუმცა, ის ეროვნული ლიგის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ შესაძლოა თელავმა კავკასიონის ქუჩაზე მდებარე, ახალი რაგბის სტადიონზე ითამაშოს.

პირველ მატჩს საფეხბურთო კლუბი თელავი თბილისის დინამოსთან გამართავს, სწორედ, ამ მატჩით გაიხსნება 2020 წლის ახალი სეზონი 29 თებერვალს, რომელსაც ყველანი დიდი ინტერესითა და მოლოდინით ველით. დებიუტანტს კი წარმატებებს ვუსურვებთ, ახალ საფეხბურთო სივრცეში.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ