• სამ. მაი 11th, 2021

თბილისის ,,დინამომ” ,,სამტრედიას” სძლია და ლიდერობა გაიმყარა

,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის” მე-8 ტურის შეხვედრაში თბილისის ,,დინამომ” ,,სამტრედიას” 2:1 სძლია.

,,დინამო არენაზე” გამართულ შეხვედრაში მასპინძელთაგან გოლები გიორგი გაბედავამ და ბაქარ ქარდავამ გაიტანეს.

ქარდავამ ასევე საგოლე პასით შეასრულა.

იმერლებიდან კი თავი
გატანილი გოლით ოთარ კობახიძემ გამოიჩინა.

თბილისის ,,დინამომ” ამ გამარჯვებით 19 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერია.
,,სამტრედია” კი 4 ქულით ბოლო მეათე პოზიციას იკავებს.

,,დინამო” (თბილისი) 2:1
,,სამტრედია
20′ გაბედავა (1-0), 22′ ქარდავა (2-0), 26′ კობახიძე (2-1)

,,დინამო”: კუტალაძე, ხვადაგიანი, პაპავა, მონხილი, იაშვილი (60′ კუცია), რადინი, გაგნიძე, კობოური, ქარდავა (79′ მექვაბიშვილი), მარუსიჩი (60′ ახვლედიანი), გაბედავა (75′ აბუაშვილი)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

,,სამტრედია”: კულუა, კაბა, გიორგაძე (70′ ლალიჩი), რობაქიძე (66′ ილურიძე), იოსელიანი, მესიაჩენკო, ცეცხლაძე, კვირკვია, კობახიძე (66′ გადირზადე), რუხაძე (75′ ლომთაძე), ნათან ჟუნიორი (75′ დოობი)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.