• კვი. აგვ 1st, 2021

,,მანჩესტერ სიტის” ყოფილი ფეხბურთელი ,,შუქურაში” ითამაშებს

ქართულმა კლუბმა ქობულეთის ,,შუქურამ” ,,მანჩესტერ სიტის” ყოფილი ფეხბურთელი 23 წლის კოლინს ტეინორი დაიმატა. – ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ ,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

აჭარულმა გუნდმა განელ ნახევარმცველთან ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

ტეინორი ,,მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი 2016–2020 წლებში იყო, თუმცა მას ინგლისურ გრანდში არასოდეს უთამაშია.

აფრიკელი ფეხბურთელს
გასულ ზაფხულს დანიის მესამე ლიგის კლუბ „ტისტედთან“ იჯარა დაუსრულდა და „მანჩესტერ სიტიმ“ გაათავისუფლა. „შუქურას“ განელი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

კოლინს ტეინორი სხვადასხვა დროს დანიურ „ნორდშელანდში“, „ჰობროსა“ და „ტისტედში“, ასევე ბელგიურ „ბეერსჰოტში“ ასპარეზობდა.
იგი განის 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანიც გახლდათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.