• შაბ. ივლ 31st, 2021

საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრებებს შორის შეხვედრის თარიღი ცნობილია

ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა , რომ 6 ივნისს, ქალაქ ენსხედეში, საფეხბურთო კლუბ ტვენტეს სტადიონზე ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნული გუნდები  ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება. ეს ისტორიაში ამ ორ ქვეყანას შორის პირველი დაპირისპირება იქნება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის ივნისში, კიდევ ერთ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს საქართველოს ნაკრებს რუმინეთის გუნდი უმასპინძლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.