• შაბ. ივლ 31st, 2021

,,არჩევანი საფრანგეთსა და საქართველოს შორის? საქართველოდან უფრო მალე მომმართეს. დიდხანს არ მიფიქრია…” – გიორგი მიქაუტაძე.

გთავაზობთ walfoot.be – სთან საქართველოს ნაკრებში მოწვეული გიორგი იქაუტაძის განცხადება.

“არჩევანი საფრანგეთსა და საქართველოს შორის? საქართველოდან უფრო მალე მომმართეს. დიდხანს არ მიფიქრია, შემდეგ ვილი სანიოლმა დამირეკა და ვილაპარკეთ. მითხრა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაკვირდება და ჩემი თამაში მოსწონს. კერძოდ: მობილურობა, უნივერსალობა და გოლების გატანა. ამან გამახარა. მთელი ოჯახი ჩემით ამაყობს. ახლა შესარჩევ ციკლში ბოლომდე უნდა დავიხარჯო.
ჩემი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან რთული მატჩები გველის. როგორ შემხვდებიან თბილისში? არ ვიცი, სიმღერა ძალიან არ მიყვარს.
თავის წარმოჩენის შესაძლებლობა

“სერენში” იჯარით თამაშმა მომცა. ეს არჩევანიც შესანიშნავი სეზონის შედეგია. თითებს ვაჯვარედინებ, რათა ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდეთ და პლეი-ოფში ვითამაშოთ. ბოლო 4 მატჩში ქულების მაქსიმლური რაოდენობა უნდა მოვიპოვოთ”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.