• ოთხ. აპრ 14th, 2021

შოთა არველაძის მილოცვა თემურ ქეცბაიას! – ,,…თამაშის საკუთარ თავზე აღება შეეძლო და არასდროს უთქვამს.”

 

,,დღეს, ქეცბა 53 წლის გახდა
თემურ ქეცბაია, უმაღლესი კლასის ფეხბურთელი, რომელსაც თავიდანვე ეტყობოდა, რომ დიდ წარმატებას მიაღწევდა – ნიჭს სპორტსმენის უდრეკი ხასიათიც უმაგრებდა ზურგს. ქეცბა ყოველ ჯერზე ისეთი თავდადებით იბრძოდა მოედანზე, გეგონებოდათ, კარიერის ბოლო მატჩს ატარებსო. ორივე ფეხით ერთნაირად, ხარისხიანად თამაშობდა. თამაშის საკუთარ თავზე აღება შეეძლო და არასდროს უთქვამს, ამ პოზიციაზე არ მსურს, ან იმ დავალებას ვერ შევასრულებო! როცა ნაკრებში მასთან ერთად პირველად ვითამაშე, დავრწმუნდი – თემურს ყველაფერი შეეძლო. მოედანზე ის ჩვენი ლიდერი იყო!”
საერთო ისტორიებზე, რომელიც ეროვნულ ნაკრებში და მის მიღმა გვაკავშირებს, დეტალურად წაიკითხეთ ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნში.” – წერს სოც.ქსელში შოთა არველაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.