ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნატედის” ლეგენდარულმა მცველმა რიო ფერდინანდმა “ლივერპულის” ფეხბურთელთა შესაძლებლობა შეაფასა. მან ყურადღება გაამახვილა სალაჰი-ფირმინო-მანეს ტრიოზე და ამ უკანასკნელის თამაში გამოარჩია. ფერდინანდის თქმით მანე “ლივერპულის” ერთპიროვნული ლიდერია და სწორედ მას მიუძღვის ლომის წვლილი გუნდის წარმატებებში.

” მანე ჩემი ფავორიტია ამ ტრიოდან. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ამავდროულად ძალზედ სწრაფია. ის მთელი 90 წუთის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობს რომ გუნდმა 3 ქულის აღება მოახერხოს. ვფიქრობ მის ინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია და პრემიერლიგაში ის ყველაზე უხერხული მეტოქეა. ” – განაცხადა ფერდინანდმა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ