გუშინ ინგლისის პრემიერლიგის მთავარმა ფავორიტმა “ლივერპულმა” ძალზედ მტკივნეული მარცხი იწვნია გასვლაზე “ასტონ ვილასთან” ანგარიშით 7-2. ამ მარცხის შესაებ მერსესაიდელთა ყოფილმა მცველმა ჯიმი კარაგერმა ღიად და პირდაპირ ისაუბრა. მან აღნიშნულ მარცხში ჯოხი “ლივერპულის” ესპანელ კიპერ ადრიანზე გადატეხა.

” ალისონის ტრავმა გუნდისთვის ყველაზე მტკივნეული დარტმაა. ალისონი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რაც გუშინდელ მატჩშიც გამოჩნდა. ფაქტია გუნდს მისი შემცვლელი არ ჰყავს, ადრიანმა მეტოქე გუნდისგან 7 გოლი გაუშვა რაც კატასტროფული შედეგია. ჯერ-ჯერობით არ ვიცით როდის დაბრუნდება ალისონი, მაგრამ ის ლივერპულურ დერბს აუცილებლად გამოტოვებს. მე მხოლოდ ერთი რამ მინდა ვურჩიო კლოპს – მან აუცილებლად უნდა დაიმატოს ალისონის ღირსეული შემცვლელი. “

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ