MAPEI STADIUM, REGGIO EMILIA, ITALY - 2019/12/22: Arkadiusz Milik of SSC Napoli looks on during the Serie A football match between US Sassuolo and SSC Napoli. SSC Napoli won 2-1 over US Sassuolo. (Photo by Nicolò Campo/LightRocket via Getty Images)

იტალიური “ნაპოლის” 26 წლის ცენტრფორვარდს არკადიუშ მილიკს სურს თავისი შესაძლებლობები ინგლისის პრემიერლიგაში მოსინჯოს და მზადაა “ტოტენჰემ ჰოთსფურში” გადავიდეს.

ინგლისური გუნდი თავდამსხმელის ძიებაშია და პოლონელი ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, მაგრამ პრობლემა სატრანსფერო თანხაა. ნეაპოლელები ფეხბურთელში 30 მილიონი ევროს აღებას გეგმავენ, ინგლისელებს კი არ სურთ ამ თანხის გადახდა. ამის მიუხედავად, მილიკმა თავის ამჟამინდელ კლუბს უკვე აცნობა თავისი სურვილის შესახებ და იმედოვნებს რომ გუნდები ფასზე მოილაპარაკებენ.

გასულ სეზონში მილიკმა “ნაპოლის” მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ