• პარ. აგვ 6th, 2021

,,ლივერპული” ,,ლიდსთან” დაზავდა

ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში ,,ლივერპული” სტუმრად, ,,ლიდსს” დაუპირისპირდა.

მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

დაპირისპირებაში თავდაპირველად
მესრესაიდელები დაწინაურდნენ.
31-ე წუთზე ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის პასით გოლი სენეგალელმა სადიო მანემ გაიტანა.

მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს.

ჯეკ ჰარისონის პასი ესპანელმა დიეგო ლორენტემ დედის რძესავით შეირგო.

,,ლივერპულს” 54 ქულა გააჩნია და პრემიერლიგაში მე-6 პოზიციას იკავებს.
,,ლიდსი” კი 46 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.

,,ლიდსი” 1:1 ,,ლივერპული”
31′ მანე (0-1), 87′ ლორენტე (1-1)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.