• პარ. აგვ 6th, 2021

,,ჩელსიმ” ლონდონურ დერბიში გაილაღა

ინგლისის პრემიერ ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ლონდონური კლუბები ,,კრისტალ პალასი” და ,,ჩელსი” დაუპირისპირდნენ.

,,არისტოკრატებმა” შესანიშნავად ითამაშეს და მეტოქეს 4:1 სძლიეს.

ლონდონური დერბის გმირი ამერიკელი კრისტიან პულისიჩი გახდა. იანკმა დუბლი გაიფორმა.

,,ჩელსიმ” ამ გამარჯვებით 54 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე გადავიდა.

დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა
,,ლივერპულმა”.
მერსესაიდელებმა
,,ასტონ ვილას” მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის გოლით 2:1 სძლიეს.

,,ლივერპული” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 52 ქულით ,,ვესტ ჰემთან” ერთად V-VI პოზიციებს იყოფს.

ინგლისის პრემიერლიგის

,,ლივერპული” 2:1 ,,ასტონ ვილა”
43′ უოტკინსი (0-1), 57′ სალაჰი (1-1), 90+1′ ალექსანდრ-არნოლდი (2-1)

,,კრისტალ პალასი” 1:4 ,,ჩელსი”
8′ ჰავერცი (0-1), 10′ პულისიჩი (0-2), 30′ ზუმა (1-2), 63′ ბენტეკე (1-3), 76′ პულისიჩი (1-4)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.