იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მადრიდის ატლეტიკომ ედინსონ კავანისთან შეთანხმებას მიაღწია.
მხარეები 3-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. 32 წლის შემტევი პსჟ-ს ძირითად თერთმეტეულში ვერ ხვდებოდა. მაურო იკარდის მისვლის შემდეგ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. არგენტინელმა პირველობა ურუგვაელს არ დაუთმო.
შეგახსენებთ რომ კავანიმ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის ეგიდით გამართულ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.