აპრილი 18, 2024

ბელგიის რანგით პირველ ლიგაში გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას “გენტმა” მორიგი უხეირო მატჩი ჩაატარა და ამჯერად “ეუპენთან” დამარცხდა (2-1). ქართველთაგან განაცხადში მხოლოდ ჩაკვეტაძე იყო, რომელმაც მინდორზე 76 წუთი დაჰყო. “გენტი” ამ სეზონში ძალიან ცუდად გამოიყურება და 5 ტურში დაგროვილი 3 ქულით ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება.

პოლონეთის ექსტრაკლასას მორიგ ტურში ვაკო გვილიას “ლეგიამ” პოლცკში ადგილობრივი “ვისლა”, სადაც გიორგი მერებაშვილი თამაშობს 1-0 დაამარცხა. მერებაშვილი სათადარიგო იყო, ხოლო ვაკო გვილია მინდორზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. “ლეგია” მე-4, ხოლო “ვისლა” მე-9 პოზიციაზეა.

საბერძნეთის სუპერლიგაში გუგა ფალავანდიშვილის დებიუტი გადაიდო. როგორც იცით, ქართველი საყრდენი რამდენიმე დღის წინ ბერძნულ გუნდ “ლამიაში” გადავიდა, რომელმაც გუშინ “არისთან” კი იბრძოლ,ა თმცა საბოლოოდ მაინც ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა (3-1). გუგა განაცხადში არ იყო და მის დებიუტ მომდევნო ტურში ველოდები.

ავსტრიის ლიგა 2-ის პირველ ტურში ლევან ელოშვილის “კაპფენბერგი” შინაურ არენაზე “ინსბრუკთან” შერცხვა (3-0). ქართველი ფეხბურთელი შეხვედრაში მე-60 წუთიდან ჩაერთო.

დავით ხურციძე “არარატის” ლიდერობას განაგრძობს და კვლავ გამოიჩნა თავი. მისი გუნდი გასვლაზე “ნოას” დაუპირისპირდა და 2-1 დამარცხდა, არადა 51-ე წუთზე სწორედ ქართველმა დააწინაურა ერევნელები. ხურციძის გუნდი სომხეთის პრემიერლიგაში მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *