• სექტემბერი 19, 2021 5:25 pm

ნაადრევი შეცვლა – თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო

ნიქოზიის „აპოელის“ ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო. კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურში ნიქოზიურ დერბიში „ოლიმპიაკოსთან“ თამაშის 36-ე წუთზე „ოქრიმ“ დისკომფორტი იგრძნო და თამაში ვეღარ გააგრძელა.

 

 

ჯერჯერობით არ არის ცნობილი რამდენად სერიოზულია დაზიანება და როდის დაუბრუნდება ქართველი შემტევი მინდორს. შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ქვილითაიამ და მურთაზ დაუშვილმა, ხოლო მატჩი „ოლიმპიაკოსმა“ მოიგო – 1:0.

 

„აპოელმა“ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, პირველ ტურში „პაფოსთან“ 0:4 განადგურდა და უქულოდ ბოლო ადგილზეა. ნიქოზიელები 19 სექტემბერს, ლიმასოლის „აპოლონს“ ესტუმრებიან, რომლის რიგებში რევაზ ინჯგია და გიორგი პაპუნაშვილი თამაშობენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.