• პარ. აგვ 6th, 2021

გიორგი მიქაუტაძემ ,,სერანგი” წაგებას გადაარჩინა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის უმაღლესს ლიგაში გადასასვლელ ფლეი-ოფში გოლი გაიტანა და ,,სერანგი’ წაგებას გაარჩინა.

მიქაუტაძემ ,,ვაასლანდ ბევერენთან” მატჩში მეტოქის კარი მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში პენალტით დალაშქრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

,,სერანგისა” და ,,ბევერენის” შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ბელგიის ჟუპირელ ანუ უმაღლესი ლიგაში გადამსვლელი გუნდის ვინაობა 8 მარტს, გაირკვევა.
ამ დღეს მიქაუტაძის გუნდი ,,ბევერენს” სტუმრად, დაუპირისპირდება.

გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე წელს ,,სერანგის” მაისურით მე-20 გოლი გაიტანა.
ქართველი ბელგიის მე-2 დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.