• პარ. აგვ 6th, 2021

ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი უნგრეთის ჩემპიონები გახდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი უნგრეთის ჩემპიონები გახდნენ.

ქართველების გუნდმა “ფერენცვაროშმა” ოქროს მედლები გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე მოიპოვა და ქვეყნის ჩემპიონი ისტორიაში ოცდამეთორმეტედ გახდა.

⠀უნგრეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში ,,ფერენცვაროშმა” გიორგი ბერიძის ,,უიპეშტი” 3:0 დაამარცხა.

ბერიძემ მატჩი სრულად ჩაატარა.
ჩემპიონის რიგებში კი ლაშა დვალი სათადარიგო სკამზე იყო და მწვრთნელებმა მოედანზე არ შეიყვანეს.
გიორგი ხარაიშვილი განაცხადს მიღმა დარჩა.

დვალმა უნგრეთის ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა.
ხარაიშვილი კი ამ ქვეყნის ჩემპიონი პირველად გახდა.

ხარაიშვილს მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში 4 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი გატანილი.
დვალს კი ,,ფერენცვაროშის” რიგებში მიმდინარე ტურნირზე 18 მატჩი აქვს გამართული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.