• სექტემბერი 19, 2021 4:27 pm

ლიდერი ,,ნორვიჩი” დამარცხებულია – ჩისკო ფაქტობრივად, პრემიერლიგაშია

თბილისის ,,დინამოს” ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის ჩისკო მუნიოსის ,,უოტფორდმა” ჩემპიონშიფში კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა და პრემიერლიგის საგზურის მოპოვებასთან ძალიან ახლოსაა.

ჩისკოს ბიჭებმა ჩემპიონშიფის ლიდერი ,,ნორვიჩი” სტუმრად, 1:0 დაამარცხეს.

გამარჯვების გოლი დენ გოსლინგმა გაიტანა.

ტურნირის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ,,უოტფორდს” 85 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე იმყოფება.
ჩისკოს გუნდი მე-3 ადგილოსან ,,სუონსს” 9 ქულით უსწრებს.

ასე, რომ დარჩენილ 3 ტურში ,,უოტფორდს” პრემიერლიგაში გადასასვლელად, ქულაც ყოფნის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.