• სექტემბერი 16, 2021 10:16 pm

საფეხბურთო აგენტის ალექსანდრე მანიაკოვის საუბარი ხვიჩა კვარაცხელიაზე

საფეხბურთო აგენტი ალექსანდრ მანიაკოვი მიიჩნევს, რომ ევროპული კლუბების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი ძირითადად განპირობებულია საქართველოს ნაკრებში მისი თამაშით და გოლებით:

“ეს გასაკვირი არ არის, რადგან ისეთი ფეხბურთელები, როგორიც ხვიჩაა, ისეთი თვისებებით, როგორიც არის დრიბლინგი სისწრაფეზე, შედეგიანობა გოლი პლუს პასის სისტემით, საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნადია…

შეიძლება, ვინმეს მოეჩვენოს, რომ კვარაცხელიასთვის ჯერ ადრეა ევროპულ გრანდში თამაში და რომ ეს მხოლოდ მისი პირველი მაგარი სეზონია რუსულ პრემიერლიგაში, მაგრამ ასე არ არის – საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩები სწორედ ის ვიტრინაა, რომელსაც ევროპის წამყვანი კლუბების სკაუტები უყურადღებოდ არ ტოვებენ…

საქმე ის არის, რომ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ევროპის ტოპკლუბები თითქმის არ ეძებენ ფეხბურთელებს რუსეთის პრემიერლიგაში”, – ამბობს მანიაკოვი, რაც კიდევ ერთი უტყუარი მიზეზია იმისთვის, რომ ხვიჩამ დროულად უნდა დააღწიოს თავი რუსეთს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.