• კვი. აპრ 11th, 2021

გიორგი შერმადინი და ტად მაკფადენი ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესოდ დაასახელეს

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშეებად საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელები გიორგი შერმადინი და ტად მაკფადენი დაასახელეს.

,,ტენერიფე იბეროსტარის” ცენტრმა გიორგი შერმადინმა ACB ლიგის MVP-ის ტიტული მიმდინარე სეზონში მესამედ მოიპოვა. ქართველი კალათბურთელი საუკეთესოდ ოქტომბერში და იანვარშიც სცნეს.

მაკფადებმა თვის MVP-ის პრიზი კარიერაში პირველად მიიღო.

მარტში შერმადინის საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო: 17,5 ქულა, 4,5 მოხსნა, 2,0 პასი, 1 დაფარება, 25,5 სარგებლიანობის კოეფიციენტი.

მაკფადენის საშუალო მონაგარი მარტში 23,0 ქულა, 1,0 მოხსნა, 5,5 პასი, 25,5 სარგებლიანობის კოეფიციენტი გახლდათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.