უნგრეთი – უნგრეთის თასის 1/16-ში ბუდუ ზივზივაძის “ფეჰერვარმა” 2-1 სძლია “ვაშაშს” და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-3 წუტზე სწორედ მან გასხნა ანგარიში.

საბერძნეთი – საბერძნეთის თასის 1/4-ის პირველ შეხვედრაში ნიკა ნინუას “პაოკი” შინ “ლამიას” დაუხვდა და 5-2 მოუგო. ნინუა ტრადიციულად სათადარიგო იყო და მწვრთნელმა 92(!) წუთზე შეუშვა მინდორზე. რაც შეეხება “ლამიაში” მოასპარეზე ქართველებს – ბაჩანა არაბულმა სრულად ითამაშა, გუგა ფალავანდიშვილი კი, ასევე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანი 69-ე წუთზე დატოვა.

საფრანგეთი – საფრანგეთის თასს 1/32-ში გამოეთიშა ამირან სანაის “როდეზი.” ქართველის გუნდი, რომელიც სათადარიგო იყო “ბრესტთან” 2-1 დამარცხდა.

კვიპროსი – კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე ნულოვანი ფრე ითამაშა თემურ ქეცბაიას “ანორთოსისმა”. ქეცბაიას გუნდი, სადაც რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს საშინაო არენაზე ლიმასოლის “აელ”-ს დაუზავდა. ქართველთაგან გიორგი ლორიამ და გიორგი ქვილთაიამ სრულად ითამაშეს, ბუბა დაუშვილი ქეცბაიამ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა, თორნიკე ოქრიაშვილი კი მინდორზე 58-ე წუთზე გამოჩნდა. “ანორთოსისი” 45 ქულით ცხრილში მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ